კრემლში ბომბი იპოვეს - პუტინი ინციდენტის დროს იქ იმყოფებოდა
ამობეჭდვა · 15 / 08 / 2019 20:23
კრემლში ბომბი იპოვეს - პუტინი ინციდენტის დროს იქ იმყოფებოდა

რუსეთის დედაქალაქ მოს­კოვ­ში, კრემ­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დრო­ინ­დე­ლი ავი­ა­ბომ­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს კრემ­ლის კო­მენ­დან­ტმა სერ­გეი ხლებ­ნი­კოვ­მა გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, ბომ­ბი აუ­ფეთ­ქე­ბე­ლი იყო და მი­წის დიდი ფე­ნით იყო და­ფა­რუ­ლი. ის ე.წ. ყი­ნუ­ლო­ვან მა­რან­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რო­დე­საც ჰიდ­რო­ი­ზო­ლა­ცი­ის­თვის მშე­ნებ­ლებ­მა გრუნ­ტი გაჭ­რეს.

კრემ­ლის პრესს­პი­კე­რის დი­მიტ­რი პეს­კო­ვის გან­ცხა­დე­ბით, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი კრემლში იმ­ყო­ფე­ბო­და, მის სა­მუ­შაო გრა­ფიკ­ზე ინ­ცი­დენტს გავ­ლე­ნა არ მო­უხ­დე­ნია.

საბ­რძო­ლო მა­სა­ლა კრემ­ლის ტე­რი­ტო­რი­ი­დან უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბის დაც­ვით გა­ი­ტა­ნეს და გა­ა­უვ­ნე­ბელ­ყვეს.

ambebi.ge

ტეგები