„პენსია არის ჩემი! ფული არის ჩემი! უცილებლად შევხვდებით სასამართლოში!“ - მოქალაქე ლიბერთი ბანკს
ამობეჭდვა · 16 / 08 / 2019 11:03
„პენსია არის ჩემი! ფული არის ჩემი! უცილებლად შევხვდებით სასამართლოში!“ - მოქალაქე ლიბერთი ბანკს

სოციალური ქსელის მომხმარებელი ლანა სოფრომაძე ფეისბუქზე წერს:

„დადგა დღე როცა ჩემ ნერვებსაც შეეხნენ :)
მოკლედ, როგორც იცით ყველა სახის პენსია ირიცხება ლიბერთი ბანკში რომელის ფილიალებიც და ბანკომატებიც არის კატასტროფულად არაადაპტირებული. 5 წელი ვიყავი ეტლით მოსარგებლე და ვერასოდეს ვსარგებლობდი სრულფასოვნად მათი მომსახურებით. როცა რაღაც იყო გასარკვევი ქუჩაში ვიდექით მე და ოპერატორი და ასე ვაწერდი საბუთებს ხელს :) ფულის აღება რომ მჭირდებოდა მიწევდა სხვისთვის მეთქვა ბარათის კოდი და ასე გრძელდებოდა წლები :) გადასახადებს ვიხდიდი ინტ ბანკით.

ახლა კი იმის მაგივრად რომ ცოტა სტანდარტებს მოერგონ, პასუხისმგებლობა იგრძნონ და მინიმუმ ადაპტირება დაიწყონ, საპენსიო და სოციალური ანგარიშიდან აუქმებენ ნებისმიერ ტრანზაქციას. ანუ ვერ გადარიცხავ სხვა ბანკში და ვერ გადაიხდი კომუნალურებს. ფულს ან სალაროდან გაიტან ან ბანკომატიდან. ( თუ იქამდე მიხვედი :) )
Liberty • ლიბერთი ბანკი, ახლა მე მაქვს რამოდენიმე კითხვა, რატომ ართმევთ კლიენტს უფლებას გამოიყენოს მისი ანგარიში მისივე სურვილის მიხედვით?
რომელ საუკუნეში ჩარჩით ინტერნეტ ბანკით კომუნალურს რომ არ მახდევინებთ? ან რა ქნან იმ შშმ პირებმა რომლებიც ახლოსაც ვერ მოდიან თქვენ ბანკთან და +ამას სხვა ბანკშიც უკრძალავთ თანხის გადატანას?!
პენსია არის ჩემი! ფული არის ჩემი! რომელი კანონით ტრანზაქციების?!

. ნუ იმაზე საერთოდ აღარფერს ვამბობ თქვენი ახალი ადაპტირებული ფილიალები სოციალურ კლიენტებს რო არ ემსახურებიან :)

იმედია გასაგებად ავხსენი ჩემი გაღიზიანება და პროტესტი თუმცა ამით ვერ დავამთავრებ არ მეგონა როდესმე თუ ვიტყოდი ამ სიტყვებს :დ მაგრამ აუცილებლად შევხვდებით სასამართლოში და მერწმუმეთ ერთი არ ვიქნები“.