მეტროსადგურ „უნივერსიტეტში“ კაცი გარდაიცვალა
ამობეჭდვა · 16 / 08 / 2019 19:38
 მეტროსადგურ „უნივერსიტეტში“ კაცი გარდაიცვალა

თბილისში, მეტროსადგურ „უნივერსიტეტში“ მგზავრი გარდაიცვალა. ინფორმაციას „კვირა“ ავრცელებს.

როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განაცხადეს, შუა ხნის მამაკაცი ესკალატორზე დგომისას შეუძლოდ გახდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს, თუმცა ექიმებს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ.