ოდესის ერთ-ერთ სასტუმროში ხანძარს 8 ადამიანი ემსხვერპლა
ამობეჭდვა · 17 / 08 / 2019 10:28
ოდესის ერთ-ერთ სასტუმროში ხანძარს 8 ადამიანი ემსხვერპლა

ოდესაში, სასტუმრო „ტოკიო სტარში“ ხანძრის შედეგად დაიღუპა 8 და დაშავდა 10 ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 65 მეხანძრე-მაშველები და 13 ერთეული ტექნიკა იყო მობილიზებული.