პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლოპოტას ტბაზე ისვენებს
ამობეჭდვა · 17 / 08 / 2019 18:50
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლოპოტას ტბაზე ისვენებს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლოპოტას ტბაზე ისვენებს. ინფორმაციას ამის შესახებ თავდაპირველად Reginfo-მ გაავრცელა.

იგივე ინფორმაცია ტაბულას ლოპოტაზე მყოფმა წყარომაც დაუდასტურა, რომელმაც გვითხრა, რომ პრეზიდენტი სასტუმროში საუზმის დროს ნახა. მოგვიანებით კი, სოციალურ ქსელში ზურაბიშვილი ლოპოტაზე გადაღებული ფოტოებიც გავრცელდა, თუმცა დანამდვილებით ვერ ვიტყვით ეს ფოტოები ახალია, თუ ძველი. ამასთან, პრეზიდენტი ზურაბიშვილი 2 დღის წინ, 15 აგვისტოს თავადაც დაჩექინდა კახეთიდან, სადაც უკანა ფონი ძალიან ჰგავს ლოპოტას.