18 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ამობეჭდვა · 17 / 08 / 2019 23:21
18 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი - გართობისა და მხიარულების დღე გელით. მთავარია, თავად არ დაიტვირთოთ რთული ვალდებულებებით თავი. და რაც მთავარია, მოერიდეთ ნეგატიურ ადამიანებთან ურთიერთობას. 

 

კურო - ნუ მოექცევით აფერისტი ადამიანების მახეში. შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს და მათთან ერთად იმხიარულეთ. 

 

ტყუპი - ჩაუღრმავდით იმ საკითხებს, რომლებშიც კომპეტენტური არ ხართ. კარგი დღეა სწავლისა და თვალსაწიერის გასაფართოებლად. 

 

კირჩხიბი - მეტი დრო დაუთმეთ პირადი ურთიერთობის გაუმჯობესებას. საღამოს წვეულებას ნუ გამოაკლდებით. 

 

ლომი - ყურადღებით იყავით, თავად არ შეიქმნათ პრობლემები. საღამო მხიარულად, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გაატარეთ. 

 

ქალწული - თუ საკუთრ შესაძლებლობებში დარწმუნებული ხართ, თამამად იმოქმედეთ. თქვენ გარშემო გამოჩნდებიან მნიშვნელოვანი ადამიანები. კარგი დღეა თვითშეფასების ასამაღლებლად. 

 

სასწორი - იყავით საქმეების, მოვლენების კურსში. ისაუბრეთ მხოლოდ იმ თემებზე, რომლებშიც კარგად ერკვევით. წვეულებაზე საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ. 

 

მორიელი - თქვენი დახმარება და რჩევა სჭირდებათ ახლობლებს. წარმოიდგინეთ თქვენი თავი მათ ადგილზე. გამონახეთ დრო მოწყენილი მეგობრის გასამხნევებლად. 

 

მშვილდოსანი - ერთადერთი, რაზეც დღეს ფიქრობთ, მოგზაურობაა. თუ საკმარისი ფული არა გაქვთ, მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ გაემგზავრეთ ან სათავგადასავლო ფილმს უყურეთ. 

 

თხის რქა - ნუ ხართ მორიდებული, მიიღეთ სათანადო შეფასება თქვენ მიერ შესრულებული საქმის გამო. დატკბით ოვაციებით. 

 

მერწყული - მოემზადეთ, დღეს ხშირად მოგაცდენენ. მოგეჩვენათ, თითქოს გარშემო მყოფებს თქვენი დახმარების გარეშე არაფრის გაკეთება რა შეუძლიათ. 

 

თევზები - რაც უფრო აქტიური იქნებით მით მეტ საქმეს შეასრულებთ. მთავარია, რუტინული საქმეებით არ დაიტვირთთ თავი. მეტი დრო დაუთმეთ კრეატიული იდეების განხორციელებას.