რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს
ამობეჭდვა · 18 / 08 / 2019 11:58
რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, ოკუპირებული სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, სოფელ დიდი მეჯვრისხევის მკვიდრი გაიტაცეს. ამის შესახებ ინფორმაციას "პირველი არხი" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

სუს-ის ინფორმაციით, დაკავებული ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი.

საქართველოს მოქალაქეს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. სუს-ის ცნობით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

ტეგები