გერმანია დევნილის სტატუსს ჩამოართმევს ყველა უცხოელს, ვინც მშობლიურ ქვეყანას რეგულარულად სტუმრობს
ამობეჭდვა · 18 / 08 / 2019 14:40
გერმანია დევნილის სტატუსს ჩამოართმევს ყველა უცხოელს, ვინც მშობლიურ ქვეყანას რეგულარულად სტუმრობს

გერმანია აპირებს დევნილის სტატუსი ჩამოართვას ყველა იმ უცხოელს, რომლებიც თავის მშობლიურ ქვეყნებს რეგულარულად სტუმრობენ. ამის შესახებ ქვეყნის შს მინისტრმა ჰორსტ ზეეჰოფერმა გამოცემა Bild am Sonntag-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, საიმიგრაციო სამსახური დაუყოვნებლივ თავიდან შეამოწმებს თითოეული უცხოელის სტატუსს, თუკი შეიტყობს, რომ ესა თუ ის დევნილი თავისი წარმომავლობის ქვეყანაში იმყოფებოდა.

2018 წელს გერმანიაში თავშესაფარი 166 ათასმა უცხოელმა მოითხოვა, 2017 წელს მათი რაოდენობა 198 ათასს შეადგენდა. გერმანიაში საიმიგრაციო პიკი 2015 წელს დაფიქსირდა, როდესაც სახელმწიფოში 890 ათასი თავშესაფრის მაძიებელი ჩავიდა.

interpressnews.ge

ტეგები