მალხაზ მაჩალიკაშვილი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით, ხელმოწერებს ზუგდიდში აგროვებს
ამობეჭდვა · 18 / 08 / 2019 15:24
მალხაზ მაჩალიკაშვილი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით, ხელმოწერებს ზუგდიდში აგროვებს

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამძიებო კომისისიი შექმნის მოთოხვნით, გარდაცვლილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი საქართველოს რეგიონების შემოვლას და ხელმოწერების შეგროვებას აგრძელებს. ამჯერად მალხაზ მაჩალიკაშვილი ზუგდიდში იმყოფება და იქ აგროვებს ხელმოწერებს.

მისი თქმით, ის არ აპირებს ბრძოლის შეწყვეტას იქამდე, ვიდრე მისი შვილის სიკვდილი გამოუძიებელია.

"იძულებული გავხდი, გამოვსულიყავი ქუჩაში და შემომეარა მთელი რეგიონები იმის მოთხოვნით, რომ შემეგროვებინა ასი ათასობით ხელმოწერა. დღეს ჩვენ დავიწყეთ ბათუმიდან, ეხლა ვართ სამეგრელოში და სამეგრელოდან გადავინაცვლებთ საქართველოს სხვა რეგიონებში",-აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

ტეგები