რუსი ტურისტები დაშავდნენ - სამაშველო ოპერაცია უშბაზე
ამობეჭდვა · 18 / 08 / 2019 17:14
რუსი ტურისტები დაშავდნენ - სამაშველო ოპერაცია უშბაზე

მაშველებმა მწვერვალ უშბადან ორი დაშავებული ტურისტი ჩამოიყვანეს. 1tv.ge-ს ცნობით,  ტურისტები რუსეთის მოქალაქეები არიან.

ისინი გამყოლი გიდის გარეშე დღეს დილით გაემართნენ უშბასკენ. ერთ-ერთმა მათგანმა ქვედა კიდურების დაზიანება მიიღო და გადაადგილებას ვერ ახერხებდა.

ტურისტები ამ წუთებში მესტიის საავადმყოფოში გადაჰყავთ.

ტეგები