„ამ სიტყვების სათქმელად წლები დამჭირდა" - ოტავის მერმა აღიარა რომ გეია
ამობეჭდვა · 18 / 08 / 2019 18:00
„ამ სიტყვების სათქმელად წლები დამჭირდა" - ოტავის მერმა აღიარა რომ გეია

ოტავის მერმა ჯიმ უოტსონმა აღიარა, რომ გეია. „ამ სიტყვების სათქმელად წლები დამჭირდა, თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“, - წერს პოლიტიკოსი მიკრობლოგში, რომლის ბმულიც მან Twitter-ზე გააზიარა.

63 წლის მერის აღიარება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მოიწონა. ჯასტინ ტრიუდოს თქმით, მამაცი სიტყვები ყველა კანადელს შთააგონებს, იყოს თავისუფალი.

„დიდი მადლობა თქვენი ისტორიის გაზიარებისთვის“, - წერს კომენტარში კანადის პრემიერ-მინისტრი.

imedinews.ge

ტეგები