„რუსთავი 2“-ის შეძენის მსურველთა ვადა დღეს იწურება
ამობეჭდვა · 19 / 08 / 2019 10:36
„რუსთავი 2“-ის შეძენის მსურველთა ვადა დღეს იწურება

„რუსთავი 2“-ის გაყიდვის ვადა დღეს იწურება. ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის პაატა სალიას განცხადებით, მსურველი ამ დრომდე არ გამოჩენილა.

12 აგვისტოს ტელეკომპანიის 100%-იანი წილის მფლობელმა ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, ის „რუსთავი 2“-ს ყიდის.