რამ გამოიწვია ავარია, რომლის დროსაც ორი ადამიანი ცოცხლად დაიწვა
ამობეჭდვა · 19 / 08 / 2019 10:50
რამ გამოიწვია ავარია, რომლის დროსაც ორი ადამიანი ცოცხლად დაიწვა

გუშინ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირთან დატრიალებულ ტრაგედიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ისინი ავარიის შედეგად მანქანაში გაჩენილი ხანძრის დროს ცოცხლად დაიწვნენ.

სოციალური ქსელის მომხმარებელი, სენაკის მაცხოვრებელი კახაბერ ადამია, ავარიის გამომწვევ მიზეზებზე წერს და სრულ პასუხისმგებლობას გზის მშენებელ კომპანიას აკისრებს.

„მას შემდეგ, რაც სენაკში, გაუმართავი გზის მშენებლობის გამო მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში 2 ახალგაზრდა ცოცხლად დაიწვა, იმ საგზაო კომპანიამ, რომელსაც აღნიშნულ მონაკვეთზე აყრილი გზა 4 დღის განმავლობაში შესაბამისი საგზაო ნიშნების გარეშე უპატრონოდ ჰქონდა მიტოვებული, ღამის საათებში, სიბნელეში განაგრძო მუშაობა... დიდი ალბათობით, რაღაც კვალის დაფარვას ცდილობენ ამ სიბნელეში. შეკითხვებით მისულ ადგილობრივ მოსახლეობას, კომპანიის თანამშრომლებმა ფიზიკური დაპირისპირებით და გინებით უპასუხეს. ასეთი უპატრონობა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე“ - წერს კახაბერ ადამია სოციალურ ქსელში.