საქართველოში უმუშევრობა 0.7 პროცენტით შემცირდა - საქსტატი
ამობეჭდვა · 19 / 08 / 2019 11:37
საქართველოში უმუშევრობა 0.7 პროცენტით შემცირდა - საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.4 პროცენტი შეადგინა.

უწყების მონაცემებით, 2019 წლის მეორე კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 63.7 პროცენტი შეადგინა.

წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მოსახლეობის აქტიურობის დონე შემცირებულია 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე გაზრდილია 0.2 პროცენტული პუნქტით.

შეგახსენებთ, რომ საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს უმუშევრობის დონე ბოლო წლებში ყველაზე დაბალ ნიშნულზე იყო და 12.7 პროცენტი შეადგინა.