პატარა დიღომში ვიქტორ ნოზაძის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება
ამობეჭდვა · 19 / 08 / 2019 17:03
პატარა დიღომში ვიქტორ ნოზაძის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება

საბურთალოს რაიონში, ვიქტორ ნოზაძის ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება.
პროექტის ფარგლებში 5800 კვ.მ ფართობი მოწესრიგდება. ტერიტორიაზე უკვე მოეწყო ბორდიური, ამ ეტაპზე კი ტროტუარის მოწყობა და მეორე ფენა ასფალტის დაგება მიმდინარეობს.
საგზაო სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო. მისი თქმით, საბურთალოს რაიონში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.
„ამ დროისთვის, გზის მოწესრიგება შვიდ მისამართზე მიმდინარეობს. მათ შორის არის ნოზაძის ქუჩა, სადაც გზა სრულად რეაბილიტირდება და მოსახლეობისთვის გადაადგილება ბევრად უფრო კომფორტული და მოსახერხებელი იქნება“,- განაცხადა გაიოზ ვასაძემ.
სამუშაოებისთვის, რომელსაც კომპანია „ცეკური“ ახორციელებს, საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 300 000 ლარია გამოყოფილი.