ორი ფერეიდნელი ქართველი ფეხით გამოემართა ფერეიდანიდან საქართველომდე
ამობეჭდვა · 19 / 08 / 2019 17:14
ორი ფერეიდნელი ქართველი ფეხით გამოემართა ფერეიდანიდან საქართველომდე

სოციალური ქსელის მომხმარებელი ტარიელ ფუტკარაძე facebook-ის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს და წერს: 

„მეგობრებო, როგორც უკვე იცით, 11 აგვისტოს ორი ფერეიდნელი დიდებული ქართველი: შაჰრამ ონიკაძე და ომიდ გუგუნაშვილი ფეხით გამოემართა ფერეიდანიდან საქართველომდე. 
ეს აქცია ეძღვნება დიდგორობას.

მათ უკვე გამოიარეს 345 კილომეტრი და ახლა არიან ირანის ქალაქ სავეში. სავარაუდოდ, თბილისში იქნებიან ერთი თვის შემდეგ.

მათი მიზანია, ფეხით გამოიარონ იგივე გზა, რა გზაც იძულებით გაიარეს მათმა უშუალო წინაპრებმა შაჰ-აბასისა და გიორგი სააკაძის დროს"