ლესინა ზერბო აფეთქების შედეგად წარმოქმნილი რადიაციული ღრუბელის სავარაუდო გავრცელების მარშრუტზე წერს
ამობეჭდვა · 19 / 08 / 2019 18:00
ლესინა ზერბო აფეთქების შედეგად წარმოქმნილი რადიაციული ღრუბელის სავარაუდო გავრცელების მარშრუტზე წერს

ბირთვული ტესტირების საერთაშორისო აკრძალვის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი ლესინა ზერბო საკუთარი ინსტაგრამის გვერდზე წერს, რომ ეს არის აფეთქების შედეგად წარმოქმნილი რადიაციული ღრუბელის სავარაუდო გავრცელების მარშრუტი.

 

 

შეგახსენებთ, რომ 8 აგვისტოს არხანგელსკის ოლქის ქალაქ სევეროდვინსკში ატომური წყალქვეშა ნავებისთვის განკუთვნილი ბალისტიკური რაკეტების გამოსაცდელ პოლიგონზე მომხდარი აფეთქების გამო რადიაციულმა ფონმა, სულ მცირე, 20–ჯერ მოიმატა. მძლავრდება ეჭვები, რომ 8 აგვისტოს ქვეყანაში ბირთვული კატასტროფაა მომხდარი და კრემლი ამას მალავს. ამის შესახებ ბრიტანული „დეილი მეილი“ იუწყება.


აღნიშნული მონაცემების საპირისპიროდ, რუსეთის ოფიციალური ინფორმაციით რადიაციის დონემ მოიმატა სულ რაღაც 2-ჯერ, რაც ადამინთა ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

თუმცა, „დეილი მეილი“ ეჭვობს, რომ რუსეთი კატასტროფის რეალურ მასშტაბებს მალავს და შესაძლოა, 1986 წელს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი უზარმაზარი აფეთქების სცენარი გაამეოროს თავისი დუმილისა და რეალური ფაქტების დამალვით.