სარა ნეთანიაჰუმ უარი თქვა პურისა და მარილის გასინჯვაზე, რითიც უკრაინელები გაანაწყენა
ამობეჭდვა · 19 / 08 / 2019 18:31
სარა ნეთანიაჰუმ უარი თქვა პურისა და მარილის გასინჯვაზე, რითიც უკრაინელები გაანაწყენა

ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰის ცოლი, სარა ნეთანიაჰუმ უარი თქვა პურისა და მარილის გასინჯვაზე, რითიც გაანაწყენა უკრაინელები.
სარა ნეთანიაჰუს ქმედებამ უკრაინაში ჩასვლისთანავე გამოიწვია განსხვავებული რეაქცია ამ ქვეყნის მოქალაქეებს შორის.

ვიდეოში ჩანს, რომ ისრაელის მთავრობის მეთაურის მეუღლე პურითა და მარილით დახვედრის სიმბოლურ ცერემონიაზე ძირს აგდებს პურის ნაჭერს.

ვიდეო საკუთარ ფეისბუქის გვერდზე განათავსა ITV Channel 9-ის ჟურნალისტმა დიმიტრი დუბოვმა, რომელიც თან ახლავს ისრაელის დელეგაციას უკრაინაში.