ოჯახები ინგრევა და ცოლ-ქმარი სცილდება - ვოლსკი გეგიძის უმრავლესობის დატოვებაზე
ამობეჭდვა · 19 / 08 / 2019 20:31
ოჯახები ინგრევა და ცოლ-ქმარი სცილდება - ვოლსკი გეგიძის უმრავლესობის დატოვებაზე

„თუკი ბიძინა გეგიძის პოზიცია არ შეესაბამება უმრავლესობის პოზიციას, ის უმტკივნეულოდ უნდა ჩამოშორდეს უმრავლესობას" , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკმა განაცხადა.

ვოლსკი, არ გამორიცხავს, რომ ბიძინა გეგიძეს უმრავლესობა დაატოვებინონ.

"თუკი ბიძინა გეგიძის პოზიცია არ შეესაბამება უმრავლესობის პოზიციას, ის უმტკივნეულოდ უნდა ჩამოშორდეს უმრავლესობას. ოჯახები ინგრევა და ცოლ-ქმარი სცილდება რა გახდა ახლა პოლიტიკაში ჩვეულებრივი ამბავია, არ ემთხვევა პოზიციები და ორი სუბიექტი, ან ჯგუფი ან ადამიანები უნდა დასცილდნენ ერთმანეთს ამაში ტრაგედიას ვერაფერს ვხედავ" , - განაცხადა ვოლსკმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბიძინა გეგიძე დღეს სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში დაკითხვაზე დაიბარეს, გეგიძე ამბობს, რომ მის წინააღმდეგ მისმა თანაგუნდელებმა პოლიტიკური დევნა დაიწყეს.