20-25 აგვისტოს ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი
ამობეჭდვა · 19 / 08 / 2019 23:27
20-25 აგვისტოს ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

გთავაზობთ 20-25 აგვისტოს ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან.

ვერძი – საკმაოდ კარგი, იღბლიანი კვირაა.


გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ლიდერული თვისებების, ჩვეული კომუნიკაბელურობის და გონებამახვილობის გამოვლენას. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში მიიღოთ საინტერესო შეთავაზება და ჩაებათ მეტად პერსპექტიულ პროექტში, რაც აუცილებლად დაგეხმარებათ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. თუმცა, არ ღირს ზედმეტად გატაცება და სამსახურეობრივი ვალდებულებების უგულველყოფა, რათა არ შეიქმნათ პრობლემები კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან.

კურო – წინა კვირასთან შედარებით, ბევრად უკეთესი კვირაა. საგრძნობლად გაძლიერდება ენერგოტონუსი, იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას, შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, ამაღლებული თვითშეფასება და გაუმჯობესებული განწყობა კი, თვითგამოხატვასა და საუკეთესო თვისებების გამოვლენაში დაგეხმარებათ. კარგი პერიოდია მოგზაურობისა და რომანტიკული ურთიერთობების მოსაწესრიგებლად, კარიერული განვითარებისა და ბიზნესის გასაფართოვებლად. არაა გამორიცხული სწორედ ახლა მოკიდოთ ხელი ახალ საქმეს ან სამსახურს, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის თქვენს შემოსავლებს.

ტყუპები – მართალია, ერთიანობაში მშვიდი და სტაბილური კვირაა, მაგრამ მოულოდნელ ცვლილებებს პირად და საქმიან ცხოვრებაში მაინც ვერ დააღწევთ თავს, რადგან სწორედ ამ კვირაში გაიცნობთ ახალ რომანტიკულ ან ბიზნეს პარტნიორს. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის, ახალი შთაბეჭდილებების და ნაცნობების შესაძენად, თვითგამოხატვისთვის, ნიჭის და ინტელექტის გამოსავლენად, ძველი იდეების განსახორციელებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

კირჩხიბი – წინა კვირასთან შედარებით, ბევრად უკეთესი კვირაა, რადგან მოიმატებს თვითრწმენა, იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას და გაგიუმჯობესდებათ გუნება-განწყობა, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე კი, არ გაგიჭირდებათ გააქტიურება და ინიციატივის გამოჩენა. არაა გამორიცხული მოულოდნელმა ცვლილებებმა არა მხოლოდ თქვენი შინაგანი სამყაროს ტრანსფორმაცია, არამედ გარშემომყოფთა თქვენს მიმართ აზრის რადიკალურად შეცვლაც გამოიწვიოს. კარგი პერიოდია ძველი პროექტების გადასახედად და რეალიზაციის ახლი გზების მოსაძიებლად, მთავარია, ენდოთ ინტუიციას და იმოქმედოთ მხოლოდ მასზე დაყრდნობით.

ლომი – მეტად წარმატებული კვირაა, მთავარია გააქტიურდეთ და მაქსიმალურად გამოიყენოთ ყველა დადებითი შანსი. გაოიჩინეთ ინიციატივა, გამოავლინეთ ყველა საუკეთესო თვისება და უცილებლად შეძლებთ დასახული მიზნების განხორციელებას, თანდაყოლილი შარმი კი, საპირისპირო სქესის პარტნიორების მიზიდვასა და სასურველი შედეგის შეფერხების გარეშე მიღწევაში დაგეხმარებათ. კარგი პერიოდია პირად, საქმიან ცხოვრებაში ცვლილებების განსახორციელებლად, მსხვილი კაპიტალის დასაბანდებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, თუმცა არ ღირს გარისკვა და საკუთარ თავზე იმ ვალდებულებების აღება, რომელთა შესრულება ძალიან გაგიჭირდებათ.

ქალწული – მზე უახლოვდება თქვენს ზოდიაქოს ნიშანს, ამიტომ მდგომარეობაც ეტაპობრივად გაუმჯობესდება. გაძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, იგრძნობთ ენთუზიაზმის მოზღვავებას, ოპტიმიზმით შეხედავთ მომავალს და ნელ-ნელა შეუდგებით გადადებული საქმეების დასრულებას. კარგი პერიოდია მოგზაურობისა და ახალი შთაბეჭდილებების შესაძენად, არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში მიიღოთ მეტად პერსპექტიული შეთავაზება უცხოეთიდან, რაც რადიკალურად შეცვლის თქვენს პირად, საქმიან ცხოვრებას და მაქსიამლურად დაგეხმარებათ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

სასწორი – მართალია, საკმაოდ სტაბილური კვირაა, მაგრამ რადიკალური ცვლილებები კვირის მეორე ნახევარში მაინც მნიშვნელოვნად შეცვლიან თქვენს წარმოდგენას სამყაროსა და გარშემომყოფებზე, განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა გმართებთ კოლეგებისა და ახლო მეგობრების მიმართ, რადგან სწორედ ახლა შეძლებთ მათი რეალური სახის დანახვას. კარგი პერიოდია შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის გამოსავლენად, ახალი იდეების ჩამოსაყალიბებლად და განსახორციელებლად, პარტნიორული ურთიერთობების და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.