რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა
ამობეჭდვა · 20 / 08 / 2019 10:07
რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა

რუსთავი-თბილისის მიმართულებით 11 მარშრუტიდან ექვსზე მგზავრობის ტარიფი 30 თეთრით გაიზარდა და 1,80 ლარი გახდა.

მგზავრებს ახალი ტარიფით გადახდა მეტროსადგურ „დიდუბის“, რკინიგზის სადგურის, მეტროსადგურ „ვარკეთილისა“ და სპორტის სასახლის მიმართულებით მგზავრობისას უწევთ.

ცნობისთვის, ძველი ტარიფი დარჩა რუსთავი-ძველი ბაზარი-მოსკოვის გამზირის; რუსთავი-ძველი ბაზარი-„ისთ ფოინთის“; რუსთავი-შარტავას გამზირი-ლილოს; რუსთავი-მეტალურგიული ქარხანა-გლდანის; რუსთავი-მე-19-ე მკ/რ-თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმართულებებზე.