საპატრიარქოს კაპიტალი. რა ქონებას ფლობს ყველაზე გავლენიანი ინსტიტუტი საქართველოში?
ამობეჭდვა · 20 / 08 / 2019 10:11
საპატრიარქოს კაპიტალი. რა ქონებას ფლობს ყველაზე გავლენიანი ინსტიტუტი საქართველოში?

საქართველოს საპატრიარქო მოსახლეობის 83-პროცენტიანი ნდობით სარგებლობს და ყველაზე გავლენიან და მდიდარ რელიგიურ გაერთიანებასთან ერთად, ქვეყნის ყველაზე დახურული ინსტიტუტიცაა.

ბოლო 25 წლის განმავლობაში ეკლესია აქტიურად არის ჩართული ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში. 90-იანი წლების დასაწყისიდან, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ეკლესია სწრაფად იბრუნებს არა მარტო გავლენას, არამედ იმ დიდძალ ქონებასაც, რომელსაც ეს ინსტიტუტი მე-19, მე-20 საუკუნეებში ფლობდა.

ჟურნალი “ინდიგო” “ფონდ ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით ერთი წლის განმავლობაში იკვლევდა საპატრიარქოს რეგისტრირებული ქონების მასშტაბს. პროექტი “საპატრიარქოს კაპიტალი” საჯარო რეესტრიდან მოპოვებულ 5 ათასამდე დოკუმენტს აერთიანებს და აანალიზებს. ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კვლევაა, რომელიც ამ მიმართულებით ჩატარებულა. 

მთავარი, რაც გავიგეთ იმ ათასობით დოკუმენტიდან, რომელიც “ინდიგომ” მოიპოვა:

—   საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კაპიტალი საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტიდან დღემდე შეუჩერებლად იზრდება.

—   საპატრიარქო დღეს ფლობს და განაგებს 62,7 კვადრატულ კილომეტრზე მეტ მიწას, რაც თითქმის ქალაქ ბათუმის ფართობს უტოლდება.

—   მიწების 96 პროცენტი საპატრიარქომ სახელმწიფოსა და კერძო პირებისგან საკუთრებაში და დროებით სამართავად უსასყიდლოდ მიიღო.

—   2002 წლიდან დღემდე საპატრიარქოსთვის ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან გადარიცხულია 285 მილიონ ლარზე მეტი.

—   ქართული ეკლესიის სათავეშია სინოდის 47 წევრი, რომელთაგან 41-ი ჩართულია საპატრიარქოს ბიზნეს საქმიანობაში. სინოდის წევრთა უმრავლეოსობა სოლიდური ქონების მფლობელია. 

—   საპატრიარქოს 40 ბიზნეს-კომპანია აქვს, 4 სხვა კომპანიაში წილი და 105 არასამთავრობო ორგანიზაცია.

—   საპატრიარქოს ბიზნეს და არასამთავრობო საქმიანობის მთავარი მიმართულებაა განათლების სფერო. თუმცა, ნავთობის იმპორტიოირი და ალკოჰოლის მწარმოებელი კომპანიებიც აქვთ.

 

 

იხილეთ ვრცლად