"საქართველოს პრეზიდენტს სამხედრო მრჩევლად КГБ-ს ოფიცერი ჰყავს"
ამობეჭდვა · 20 / 08 / 2019 10:14
"საქართველოს პრეზიდენტს სამხედრო მრჩევლად КГБ-ს ოფიცერი ჰყავს"

”სამოქალაქო მოძრაობის” თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელის პაატა გიგაურის თქმით, საქართველოს პრეზიდენტს მრჩევლად საბჭოთა КГБ-ს ოფიცერი ჰყავს.

“საქართველოს ე.წ. "პრეზიდენტის" მრჩევლად თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში საბჭოთა КГБ-ს ოფიცერი დიმიტრი ლეჟავა დაინიშნა.

1955 წელს დაბადებული ბატონი დიმიტრი 1983-1994 წლებში მუშაობდა უშიშროებაში. 1994-1996 წლებში სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში. 1996-1998 წლებში ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში და ბოლოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს უფროსად.

მასზე საჯარო ინფორმაცია ძალიან მწირია, არის "ქართული ოცნების" აქტივისტი და გაუგებარი მიზეზების წყალობით: ბრიგადის გენერალი (!). სამხედრო წოდებების ასე ჩამორიგება დაუშვებელია, თუმცა ლამის დაარსების დღიდან არის ეს სენი ჩვენს არმიაში.

ბატონ დიმიტრის პერსონალურად არაფერს ვერჩით, წარმატებას და პირად ბედნიერებას ვუსურვებთ, მაგრამ დაილია საქართველოში ახალგაზრდა სამხედრო ოფიცერი, რომელიც პრეზიდენტის მრჩევლად იმუშავებდა და თანამედროვე თავდაცვის ძალების პრობლემატიკაში კარგად იქნებოდა გარკვეული? გვეღადავებით ხომ? ჰოდა 2020 წელს ვნახავთ მასეთი ღადაობების შედეგს!”, - წერს პაატა გიგაური.