"1 კვირაა, ცენტრალური გზა დაჩეხილია და გამაფრთხილებელი ნიშნები არ დგას"
ამობეჭდვა · 20 / 08 / 2019 13:15
"1 კვირაა, ცენტრალური გზა დაჩეხილია და გამაფრთხილებელი ნიშნები არ დგას"

"სამშაბათს სოფელში მომიწია ჩარბენამ. სახლის წინ ხიდებია, რომლის ქვეშაც უნდა გავმძვრალიყავი და შესაბამისად სვლა შევანელე, თუმცა მაინც დამჭირდა მკვეთრად დამუხრუჭება, რადგანაც გზა გადაჭრილი იყო(გამზადებული იყო ორმოულების ამოსავსებად). 

დაახლოებით ნახევარ საათში მომიწია უკან გამობრუნება და 10 წუთი მაინც ვიცდიდი, ცენტრალურ გზაზე რომ უსაფრთხოდ გავსულიყავი, იმდენად რთული მოძრაობა იყო შექმნილი გამაფრთხილებელი ნიშნების არარსებობის გამო. შეიძლებელი იყო, მით უფრო ნაწვიმარზე, შორიდან დაგენახა გადაჭრილი ასფალტი და შესაბამისად ორივე მხრიდან მკვეთრი მუხრუჭები სჭირდებოდათ, რომ აეცილებიათ ან საბურავების დაზიანების გარეშე გადაევლოთ.

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე არის საუბარი, რაიმე მეორეხარისხოვანი გზა არ გეგონოთ, სადაც მაღალი სიჩქარით არ მოძრაობენ ავტომობილები.

გუშინ, ზუსტად ამ მონავეთში შემზარავი ავარია მოხდა, 2 ახალგაზრდა ბიჭი ჩაიწვა 2 მსუბუქ ავტომობილში. 

ახლა ალბათ გამაფრთხილებელი ნიშნების დადგმულია და ვინ იცის, ეგებ გზაც დააგეს, მაგრამ რაღა დროს თქვე რჯულძაღლებო?

ამ დაწყევლილ ქვეყანაში, ტრაგედია სანამ არ დატრიალდება, მანამდე რომ მოვუფრთხილდეთ ჩვენი და სხვების სიცოცხლეს არა?

გამოძიება ალბათ ტრადიციულად სიჩქარის გადაჭარბებაზე გაამახვილებს ყურადღებას, იქნებ ავტომობილების გაუმართაობაზეც. ის, რომ 1 კვირაა, ცენტრალური გზა დაჩეხილია და გამაფრთხილებელი ნიშნები არ დგას, არ შეიმჩნევენ, როგორც სხვა დროს აკეთებენ ხოლმე", - წერს სოცქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი ლაშა მურუსიძე.