ივანიშვილმა განმუხურში 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა დაიწყო
ამობეჭდვა · 20 / 08 / 2019 14:30
ივანიშვილმა განმუხურში 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა დაიწყო

როგორც „კომერსანტს“  „თანაინვესტირების ფონდში“ განუცხადეს, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა განმუხურში უკვე დაწყებულია და ამ ეტაპზე პირველადი სამუშაოები მიმდინარეობს.

„რამდენიმე კვირის წინ ფუნდამენტის მოწყობა და გრუნტის გამაგრება დასრულდა. ამჟამად მიმდინარეობს სამობილიზაციო სამუშაოები.. საქმე იმაშია, რომ რამდენჯერმე შეიცვალა სასტუმროს მშენებლობის პროექტი და ამიტომ პროცესი დროში გაჭიანურდა. რაც შეეხება დეტალებს, ზუსტად როგორი იქნება სივრცე, უახლოეს პერიოდში მოგაწვდით ინფორმაციას“.

როგორც ფონდში განგვიმარტეს, კონცეფციის შეცვლის გამო, სასტუმრო პირველადი გეგმისგან სრულად განსხვავებული იქნება. (მასალაში გამოყენებულია პროექტის პირველი ვარიანტის რენდერები)

მოგეხსენებათ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აფხაზეთთან გამყოფი ხაზის მახლობლად სოფელ განმუხურში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა 2016 წელს დააანონსა.

 

იხილეთ ვრცლად