კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენლები ტიმოთესუბანში დღეს გაემგზავრნენ
ამობეჭდვა · 20 / 08 / 2019 14:42
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენლები ტიმოთესუბანში დღეს გაემგზავრნენ

ტიმოთესუბნის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი იერომიელი მიიჩნევს, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს „იმპერატიული ტონი“ აქვს. სააგენტომ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ფოტომასალა და განცხადება, რომლის თანახმადაც, სამონასტრო კომპლექსზე სათავსო უნებრათვოდ ჩააშენეს.

„არანაირი ჩაშენება და დაზიანება არ მომხდარა. იმის გარდა, რომ [კარადამ] თავისი ფუნქციური დატვირთვა მიიღო, ჩამონგრეული კედელი დაიფარა. [სააგენტოში] მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალები არიან, აქ ბევრი რამ გაკეთდა. მათგან მიკვირს უბრალოდ, თან ასეთი იმპერატიული ტონით. არ მჯერა ბოლომდე, რომ ეს სიტყვები მაგათია, თითქოს ბერებს უნდა აიძულონ, რაღაც დაშალონ“, - ამბობს ტიმოთესუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი იერომიელი ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები ტიმოთესუბანში დღეს, 20 აგვისტოს გაემგზავრნენ.