ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ჩატარდება
ამობეჭდვა · 20 / 08 / 2019 16:33
ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ჩატარდება

ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ჩატარდება. Check in Georgia-ს ფარგლებში პროექტი Echowaves 22-დან 25 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. პროექტის ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალზე ელექტრონული მუსიკის ვარსკვლავები დაუკრავენ.

ფესტივალის ტერიტორიაზე 8 სცენა განთავსდება. ელექტრონულ მუსიკასთან ერთად დამსვენებლებს ორგანიზატორები სხვა აქტივობებსაც შესთავაზებენ.

Echowaves ელექტრონული მუსიკის ფესტივალია, რომელიც ანაკლიის სანაპიროზე პირველად შარშან გაიმართა. ის 2014 წლის ევროპის საუკეთესო ფესტივალის ტიტულის მქონე EXIT-ის მხარდაჭერით ტარდება.

ფესტივალის მიზანია, რეგიონს დაეხმაროს ეკონომიკური და კულტურული დონის განვითარებაში, ასევე ღონისძიება ტურისტებისთვის მიმზიდველი გახადოს.