ტიმოთესუბნის ტაძრის ინტერიერში ჩაშენებულ კარადას მოხსნიან
ამობეჭდვა · 20 / 08 / 2019 17:32
ტიმოთესუბნის ტაძრის ინტერიერში ჩაშენებულ კარადას მოხსნიან

ტიმოთესუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სამონასტრო კომპლექსის ცენტრალური ტაძრის ინტერიერში მოწყობილი საყოფაცხოვრებო დანიშნულების სათავსო მოიხსნება.

ადგილობრივ სასულიერო პირებსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის ჯგუფს შორის შეთანხმება შედგა, რომლის თანახმადაც სახელმწიფო უწყების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად, საკულტო ნაგებობაში მოეწყობა ახალი, იდენტური დანიშნულების მქონე ხის კონსტრუქცია, რაც ტაძრის მხატვრულ-არქიტექტურული იერსახის შესაბამისი იქნება.