ბათუმში ღამის კლუბში ახალგაზრდა ბიჭის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ამობეჭდვა · 21 / 08 / 2019 10:27
ბათუმში ღამის კლუბში ახალგაზრდა ბიჭის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ბათუმში, ერთ-ერთ ღამის კლუბში ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ამის შესახებ 1tv.ge წერს.

გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

ბათუმის ბულვარის ერთ-ერთი ღამის კლუბიდან ინტოქსიკაციის შედეგად რამდენიმე ახალგაზრდა გუშინ, გამთენიისას საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათგან ერთი, 22 წლის ბიჭი გარდაიცვალა.

ამასთან, კლინიკაში კიდევ ორი გოგონა იქნა გადაყვანილი იმავე სიმპტომებით, თუმცა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მიზეზად ალკოჰოლურ ინტოქსიკაციას ასახელებენ.

ტეგები