adjarabet.com პროექტ „არიქას“ გამარჯვებულს გამოავლენს, რომელიც იაპონიაში გაემგზავრება
ამობეჭდვა · 21 / 08 / 2019 12:43
adjarabet.com პროექტ „არიქას“ გამარჯვებულს გამოავლენს, რომელიც იაპონიაში გაემგზავრება

21 აგვისტოს 18:00 საათზე ლისის ტბაზე adjarabet.com-ის მხიარული პროექტის „არიქას“გამარჯვებულები გამოვლინდებიან. ცენტრალური გამარჯვებული იაპონიაში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრება.

პროექტში ჩართული წარმატებული 50 მოთამაშე კი „გაატარე ზაფხული საქართველოში“ კამპანიის ფარგლებში დასასვენებელ საგზურებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სამოგზაუროდ მიიღებს.

adjarabet.com-ის მხიარული პროექტი „არიქა“ ერთი თვის მანძილზე მიმდინარეობდა და ყოველორ დღეში ერთხელ იმართებოდა. გამარჯვებულად ის დასახელდება, ვინც 15 აქტივობისდასრულების შემდეგ ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს.

„კრეატიული პროექტი „არიქა“ დიდი პოპულარობით სარგებლობდა adjarabet.com-ისმომხმარებელთა შორის. 15 ტურის განმავლობაში არაერთი კრეატიული შეჯიბრება გაიმართადა ათასობით ჩვენი მომხმარებელი ჩაერთო. მე-15 ტური და პროექტის დასასრული ლისის ტბაზე საზეიმოდ აღინიშნება. პროექტისთვის სპეციალურად სიმღერა შეიქმნა, რომელსაც
მუსიკალური ჯგუფი „არა“ შეასრულებს. ღონისძიებასაც აღნიშნული ჯგუფი გააფორმებს“, - აცხადებენ adjarabet.com-ში.

ტეგები