ელიზაბეთ რუდი: ეს სუნთქვისშემკვრელი სილამაზე მხოლოდ საქართველოშია
ამობეჭდვა · 21 / 08 / 2019 12:50
ელიზაბეთ რუდი: ეს სუნთქვისშემკვრელი სილამაზე მხოლოდ საქართველოშია

სუნთქვისშემკვრელი სილამაზე მხოლოდ საქართველოშია, იქ, სადაც ბედნიერად ვატარებ ზაფხულს, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი აცხადებს.

„როშკადან ჯუთასკენ მიმავალი სალაშქრო ბილიკი ულამაზეს და მისტიურ აბუდელაურის ტბებს მიუყვება – სწორედ იმ ადგილს, სადაც ლეგენდის თანახმად [ქართული მითოლოგიური გმირი] იახსარი დევს შეებრძოლა – და კვეთს ჭაუხის უღელტეხილს, ჭაუხის მასივის ცაში ატყორცნილ შვიდ მწვერვალთან ერთად. ეს სუნთქვისშემკვრელი სილამაზე მხოლოდ საქართველოშია, იქ სადაც ბედნიერად ვატარებ ზაფხულს“, –  აცხადებს ელიზაბეთ რუდი.

დიპლომატის ჯუთაში მოგზაურობის ამსახველი ფოტომასალა აშშ-ს საელჩოს „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნდა.

ტეგები