რუსულმა ვერტმფრენმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია
ამობეჭდვა · 21 / 08 / 2019 13:58
რუსულმა ვერტმფრენმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია

რუსულმა ვერტმფრენმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია. ფაქტს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ. ამის შესახებ 1tv.ge წერს.

სუს-ის შეფასებით, ეს არის მორიგი პროვოკაციული ქმედება.

„ფაქტზე გააქტიურებული იქნა ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ეს არის მორიგი პროვოკაციული ქმედება, რომელიც უკიდურესად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს“, – აცხადებენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

დღეს რუსულმა ვერტმფრენმა დაახლოებით, 12:00 საათისთვის სოფელ გუგუტიანთკარის ახლოს, მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიფრინა. ოკუპირებული ტერიტორიის თავზე ვერტმფრენი რამდენიმე წუთის განმავლობაში დაფრინავდა.

გორის რაიონის სოფელ გუგუტიანთკარში, ოკუპირებულ დისევთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ბოძების მონტაჟი დღეს დილიდან განაახლეს. რუს სამხედროებს ადგილზე მიყვანილი ჰყავთ სპეციალური ტექნიკა. ამასთან, გუგუტიანთკარში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, რუსი ოკუპანტების ვერტმფრენმაც გადაიფრინა.

ტეგები