"კრიტიკული და საუკეთესო არხი ცხვება...ორშაბათიდან ვიწყებთ დაკონტრაქტებას" - ნიკა გვარამია
ამობეჭდვა · 21 / 08 / 2019 15:34
"კრიტიკული და საუკეთესო არხი ცხვება...ორშაბათიდან ვიწყებთ დაკონტრაქტებას" - ნიკა გვარამია

"რუსთავი2"-ის ყოფილი გენმდივანი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"მეგობრებო, მე ჩემი სათქმელი ყველას ვუთხარი: ვაკეთებ ამბიციურ ტვს, ინვესტორები - არის, ანუ ფული გვაქვს, შენობა - რ2ზე უკეთესი, ტექნიკაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია. კრიტიკული და საუკეთესო არხი ცხვება. მთავარი ხალხი, ვინც რ2ს აკეთებდა, ბორტზეა და გავდივართ.

აწი ხვეწნას არ ვაპირებ. ვინც აახტებით მიმავალ გემს და გამარჯვებულ ნავში ყოფნას ისურვებთ, თქვენი გადასაწყვეტია. მეორე არჩევანი - ივანიშვილის ტვა. მერე არ თქვათ, რომ არჩევანი არ გქონდათ და კრედიტი და შვილებს რა ვაჭამო არ მოიმიზეზოთ.

მოკლედ, იყავით ჩვენთან ერთად და

მოიპოვეთ
ჩვენთან
ერთად
თავისუფლება

ps ბოლო ოთხის სიტყვა მთავარი არხის სლოგანია

pps ორშაბათიდან ვიწყებთ დაკონტრაქტებას. ვისაც უნდა პატასალია რჩება, ვისაც თავისუფლება - მოდის. as simple as that", - წერს გვარამია.

ტეგები