ლარი გაუფასურდა
ამობეჭდვა · 21 / 08 / 2019 17:29
ლარი გაუფასურდა

21 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.9354 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9275 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.79 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.2583 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2445 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.38 თეთრი შეადგინა.

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.5138 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.5589 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 22 აგვისტოდან შევა ძალაში.

ტეგები