გეი სიყვარულზე გადაღებული ფილმის მსახიობები ქორწინდებიან
ამობეჭდვა · 21 / 08 / 2019 18:42
გეი სიყვარულზე გადაღებული ფილმის მსახიობები ქორწინდებიან

ალბათ ბევრმა არ იცის, რომ წარმატებული ქართულ-შვედური ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მსახიობები ბაჩი ვალიშვილი და ნინუცა გაბისონია შეყვარებულები არიან. ფილმში ბაჩი მთავარ როლს ასრულებს, ნინუცას კი ეპიზოდური როლი აქვს.

საბერძნეთში ყოფნის დროს ბაჩიმ იახტაზე, რომანტიკულ სიტუაციაში ნინუცას ხელი სთხოვა. ვიდეო Instagram-ზე მოგვიანებით გამოაქვეყნა ნინუცამ და მხიარული დასათაურება „And she said "აბა რაა" Forever your mermaid“ მიაწერა.

Ninuca Gabisonia-ს ფოტო.

Ketie Danelia-ს ფოტო.

ფილმი 25 სექტემბერს ნორვეგიაში ბერგენის საერთაშორისო კინოფესტივალს (BIFF) გახსნის, მანამდე კი მისი პრემიერა სხვადასხვა ქვეყანაში იმართება, მსახიობებიც ქვეყნიდან ქვეყანაში, ქალაქიდან ქალაქში დადიან და ფილმის ჩვენებებს ესწრებიან.

m.sputnik-georgia.com
 

ტეგები