"ეს არის ჩემი ცხოვრების უმძიმესი გადაწყვეტილება" - „კურიერის“ ჟურნალისტების უმრავლესობამ „რუსთავი 2“ დატოვა
ამობეჭდვა · 21 / 08 / 2019 20:12
"ეს არის ჩემი ცხოვრების უმძიმესი გადაწყვეტილება" - „კურიერის“ ჟურნალისტების უმრავლესობამ „რუსთავი 2“ დატოვა

"რუსთავი2"-ის აწ უკვე ყოფილმა ჟურნალისტმა, თამარ ბაღაშვილმა ტელეკომპანიიდან წასვლის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.

"ეს არის ჩემი ცხოვრების უმძიმესი გადაწყვეტილება, 14 წლიანი ისტორიის დასასრული, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს, თავის შეცდომებით და კარგი თუ ცუდი გამოცდილებით) მადლობა ყველას, ჩემო მეგობრებო თქვენთან გატარებული დღეებისთვის! მიყვარხართ და იმედია კიდევ შევხვდებით", - წერს ბაღაშვილი ფეისბუქზე.

„კურიერის“ ჟურნალისტების უმრავლესობამ „რუსთავი 2“ დატოვა, მათ შორის არიან: ეკო მაღრაძე, გიგლა თუმანიშვილი, მაიკო ლომიძე, ეკა გაგუა, სოფო ზურაბიანი, რუსუდან ჯაბანიშვილი, დავით ერაძე, ჯეიხუნ მუჰამედალი, დავით ქაშიაშვილი, მარიამ გაფრინდაშვილი, ნინო სამყურაშვილი, ნინო გაზდელიანი, თამთა დოლენჯაშვილი, ნათია ტრაპაიძე, ქეთა ციცქიშვილი, ნათია გოგსაძე, სოფო ვარდიაშვილი.

ტეგები