22 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ამობეჭდვა · 21 / 08 / 2019 21:04
22 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი - ახალგაცნობილებთან სიფრთხილე გმართებთ. განსაკუთრებით, თუ მათთან ახალი საქმეების დაწყებას აპირებთ. ცვლილებები, რომლებსაც ელით, ნაკლებ პრობლემური იქნება.

კურო - ყველამ იცის, რომ საუკეთესო მეგობარი, დედმამიშვილი ხართ, მაგრამ ხანდახან საკუთარი თავი სხვებზე წინ უნდა დააყენოთ. გამონახეთ დრო სწავლისა და თვალსაწიერის გაფართოებისთვის.

ტყუპი - რთული სიტუაციების მოგვარებით იქნებით დაკავებული, მაგრამ რომანტიკული განწყობა ყველა უსიამოვნებას გადაგავიწყებთ. თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება, სიყვარულით აღსავსე პერიოდი.

კირჩხიბი - ნუ გარისკავთ იქ, სადაც საჭირო არაა და ნუ დაეხმარებით უმადურ ადამიანებს. თუ არ გსურთ ჩახლართულ საქმეები მონაწილეობა, მეგობრულად დაემშვიდობეთ წევრებს.

ლომი - ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. კარგი დღეა სწავლისა და შემოქმედებით იდეების განსახორციელებლად. წარმატებას მიაღწევთ იქ, სადაც სხვები დამარცხდნენ.

ქალწული - გარშემო მყოფებს თქვენი შესაძლებლობები უნდა წარუდგინოთ. იყავით მიზანმიმართული და თუ ვინმეს თქვენი დახმარება შეუძლია, ნუ მოგერიდებათ, ღიმილით
მიმართეთ.

სასწორი - ფლირტისა და პარტნიორის მოხიბვლის განწყობაზე ხართ. თუ სამსახურის საქმეებისგან თავისუფალი ხართ, რა გიშლით ხელს სასურველის მიღებაში?..

მორიელი - მართალია, ვალდებულებებით დატვირთული დღე გელით, მაგრამ გართობისა და მხიარულებისთვისაც მოიცლით. კოლეგებთან ერთად ექსპერიმენტებს სცდით თავს.

მშვილდოსანი - საქმეების მოგვარებაში, დაწინაურებაში გავლენიანი ნათესავები დაგეხმარებიან. დღეს მიხვდებით, რომ მეგობრებს უყვარხართ.

თხის რქა - დღეს უნდა შეურიგდეთ მას, ვისაც გაებუტეთ. მისგან შეიძლება მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოისმინოთ. შეეხმიანეთ საზღვარგარეთ მცხოვრებ ახლობლებს.

მერწყული - სასიამოვო სიახლეებით აღსავსე დღე გელით. გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. განსაკუთრებით იმათთან, ვისთნაც მომავალში მუშაობას აპირებთ.

თევზები - დღევანდელი დღე თანაბრად უნდა გადაანაწილოთ პირაც ცხოვრებასა და სამსახურის საქმეებზე. ყურადღებას ნუ მოაკლებთ ნათესავებსაც. გასაკუთრებით, თუ ისინი თქვენს დახმარებას ელიან. 

ტეგები