აშშ-ში დაბადებული ბავშვი, მოქალაქობას ავტომატურად არ უნდა იღებდეს - დონალდ ტრამპი
ამობეჭდვა · 22 / 08 / 2019 10:43
აშშ-ში დაბადებული ბავშვი, მოქალაქობას ავტომატურად არ უნდა იღებდეს - დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის დონლად ტრამპის თქმით, არალეგალის ან მოქალაქეობის არმქონე პირის აშშ-ში დაბადებული ბავშვი, მოქალაქობას ავტომატურად არ უნდა იღებდეს.

„ჩვენ ამ საკითხს ძალიან სერიოზულად ვსწავლობთ. მოქმედი კანონმდებლობა, მართალი რომ გითხრათ, სასაცილო მეჩვენება. ანუ შენ გადმოხვალ საზღვარზე, გააჩენ ბავშვს. გილოცავ შენი შვილი ახლა აშშ-ის მოქალაქეა, ეს ხომ სასაცილოა?!“ – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ში 1868 წლიდან მოქმედებს კონსტიტუციის მეთოთხემტე შესწორება, რომელიც აშშ-ში დაბადებული ნებისმიერი პირისთვის აშშ-ის მოქალაქეობის მინიჭებას ითვალისწინებს.