ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს პოპულარიზაციისთვის მასშტაბური სარეკლამო კამპანია დაიწყო.
ამობეჭდვა · 22 / 08 / 2019 11:12
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს პოპულარიზაციისთვის მასშტაბური სარეკლამო კამპანია დაიწყო.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს პოპულარიზაციისთვის ლიეტუვაში, ლატვიასა და ესტონეთში მასშტაბური სარეკლამო კამპანია დაიწყო.

საიმიჯო ვიდეორგოლები ბალტიისპირეთის ქვეყნების მაღალრეიტინგულ სატელევიზიო არხებით გადაიცემა. კამპანია მოიცავს როგორც ციფრულ მედიას, ასევე გარე ბანერებს.
სარეკლამო კამპანია 2019 წლის ბოლომდე გაგრძელდება.