მატრიცა 4 — ლანა ვაჩოვსკი კიანუ რივზს და კერი ენ მოსს ეკრანზე აბრუნებს
ამობეჭდვა · 22 / 08 / 2019 11:32
მატრიცა 4 — ლანა ვაჩოვსკი კიანუ რივზს და კერი ენ მოსს ეკრანზე აბრუნებს

კიანუ რივზი, კერი ენ მოსი და ლანა ვაჩოვსკი მატრიცის სამყაროში თავიდან შეაბიჯებენ.

Variety-ის ცნობით, ლანა ვაჩოვსკი ლეგენდარული მატრიცის მეოთხე ნაწილზე მუშაობას კიანუ რივზთან (ნეო) და კერი ენ მოსთან (ტრინიტი) იწყებს.

ვაჩოვსკისთან ერთად, სცენარზე მწერლებმა — ალეკსანდერ ჰემონმა და ღრუბლების ატლასის ავტორმა, დევიდ მიჩელმა იმუშავეს. გადაღება კი, გავრცელებული ინფორმაციით, 2020 წელს დაიწყება.

"იდეები ჩვენი სამყაროს შესახებ, რომლებიც მე და ლილიმ 20 წლის წინ შევიმუშავეთ, დღეს კიდევ უფრო რელევანტურია. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ცხოვრებაში ამ პერსონაჟებს ვაბრუნებ და მადლობელი ვარ მათთან კვლავ მუშაობის შანსისთვის." — განაცხადა რეჟისორმა ლანა ვაჩოვსკიმ

დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები მეოთხე ნაწილში, ჯერჯერობით ცნობილი არ არის