მივმართავ საპატრიარქოს - გია კორკოტაშვილი „რუსთავი2“-ის კურთხევას ითხოვს
ამობეჭდვა · 22 / 08 / 2019 11:43
მივმართავ საპატრიარქოს - გია კორკოტაშვილი „რუსთავი2“-ის კურთხევას ითხოვს

ორგანიზაცია „ქართული დასის“ ერთ-ერთი ლიდერი გია კორკოტაშვილი საპატრიარქოს მიმართავს და „რუსთავი2“-ის ტერიტორიის კურთხევას ითხოვს.

„საპატრიარქოს მინდა თხოვნით მივმართო!

გამოყავით მამები (ერთი, რაც არ უნდა ძლიერი მლოცველი იყოს, არ ეყოფა), რათა მოხდეს კურთხევა და განწმენდა „რუსთავი2“-ის ტერიტორიის!

ნაკურთხი წყალი ალბათ დიდი რაოდენობით დაგჭირდებათ, ცისტერნებზე მოსახლეობაც დაგეხმარებით ”, - წერს გია კორკოტაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც „რუსთავი2“-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ არხიდან გაათავისუფლა საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე და წამყვანები, ეკა კვესიტაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი და გიორგი გაბუნია, კურიერის გუნდმა ტელევიზია დატოვა.