ინგა გრიგოლია - ვაი, თქვენს პატრონს, თქვე ჩლუნგებო თქვენა - ამ ბრძოლას მოვიგებთ
ამობეჭდვა · 22 / 08 / 2019 12:09
ინგა გრიგოლია - ვაი, თქვენს პატრონს, თქვე ჩლუნგებო თქვენა - ამ ბრძოლას მოვიგებთ

„თქვე ჩლუნგებო"-ჟურნალისტი ინგა გრიგოლია, “ტვ პირველის“ მფლობელის ვატო წერეთლის მამის, ავთანდილ წერეთლის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ეხმაურება

“რუსთავი2“-ის თემის პირწმინდად წაგების შემდეგ, მეორე დილასვე რომ „ტვ პირველის“, დამფუნებლის მამას ბრალის წარსადგენად იბარებ (აქამდე არავის მოსვლია თავში ბრალის წარდგენა), საქმეზე, რომელიც 11 წლის წინანდელია და რომელსაც არც მომჩივანი ჰყავს და არც დაზარალებული, სხვა არაფერია, თუ არა გადაწყვეტილება. ე ბიჭო, ახალი სეზონის დაწყებამდე, ბარემ „ტვ ,პირველსაც“, მოვუგრიხოთ კისერიო, ხოდა, ვაი, თქვენს პატრონს, თქვე ჩლუნგებო თქვენა, სათითაოდ ჩამოგითვალოთ სულ ახლახანს მომხდარი ამბები, რომელიც გამოძიებული არ გაქვთ? ამ ბრძოლას კი მოვიგებთ, თანაც ძალიან დიდი უპირატესობით, მაგრამ თქვენ რომ ჩლუნგები ხართ, საბოლოოდ დავრწმუნდი, ჩრდილოეთ კორეა კი გინდათ, მაგრამ ვერ მოესწრებით“, - წერს გრიგოლია.