გურჯაანის მუნიციპალიტეტში, 34 წლის მამაკაცს ეძებენ
ამობეჭდვა · 22 / 08 / 2019 14:04
გურჯაანის მუნიციპალიტეტში, 34 წლის მამაკაცს ეძებენ

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკში 34 წლის მამაკაცს ეძებენ. ის საქონლის ფერმაში, მწყემსი იყო. ვანო მახარაშვილი მეოთხე დღეა, არ ჩანს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ფაქტზე გამოძიება 115- ე მუხლით დაიწყო და სამძებრო სამუშაოებს ახორციელებს.