როგორ აწვალებს ბიჭი ძაღლს - სოცქსელში ვიდეო ვრცელდება
ამობეჭდვა · 22 / 08 / 2019 15:50
როგორ აწვალებს ბიჭი ძაღლს - სოცქსელში ვიდეო ვრცელდება

სოციალური ქსელის მომხმარებელი თიკო კვალიაშვილი ვიდეოს ავრცელებს, სადაც ჩანს, როგორ უსწორდება ბიჭი ძაღლს. ვიდეოს ავტორმა ბიჭის სახელი და გვარი შეიტყო, თუმცა ჩვენ მხოლოდ ინიციალებს გთავაზობთ.

თიკო კვალიაშვილი შსს-ს და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიმართავს.

„სახელი, გვარი , უბანი ყველაფერი ვიცი და მიიღებთ ზომებს? დ. ხ. ზემო ფონიჭალა, ვინც მომაწოდა ვიდეო, მისი მეზობელია და სამწუხაროდ, ვერ ჩნდება, რადგან ფიზიკური ანგარიშსწორების ეშინია, სადაა კანონი??“ 

შსს-მ ძაღლის ცემასთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო.