აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი ისევ ვერ აირჩიეს
ამობეჭდვა · 22 / 08 / 2019 19:06
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი ისევ ვერ აირჩიეს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი პირველ ტურში ისევ ვერ აირჩიეს. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.

კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა საბჭოს წევრმა ბეჟან გობაძემ. მან განმარტა, რომ არჩევანის გაკეთების უფლებას მის კოლეგებს უტოვებდა.

პირველ ორ კონკურსისგან განსხვავებით ამჯერად მერაბ წულუკიძემ ვერცერთი ხმა ვერ მიიღო, 2 მრჩევლის ხმა გიორგი კოხრეიძეს ერგო.

ერთი მრჩეველის ხმა კი თინა ცისკარაძემ მიიღო.

სხდომას არ ესწრებოდა მრჩეველთა საბჭოს ერთი წევრი გიორგი ირემაძე. იგი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არც კანდიდატებთან გასაუბრებაზე იმყოფებოდა.