მზად ვართ წავიდეთ ციხეში ... - ჯაფარიძე-ხაზარაძის პირველი კომენტარები პროკურატურის დატოვების შემდეგ
ამობეჭდვა · 22 / 08 / 2019 19:52
მზად ვართ წავიდეთ ციხეში ... - ჯაფარიძე-ხაზარაძის პირველი კომენტარები პროკურატურის დატოვების შემდეგ

ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს პროკურატურაში ბრალი დაუზუსტეს. ბრალდებულებმა საგამოძიებო უწყების შენობა დატოვეს და მედიასთან კოემნტარი გააკეთეს.

ხაზარაძე მიიჩნევს, რომ ავთანდილ წერეთელის ჩარევა მათ საქმეში აბსურდულია.

რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, ის პასუხიმგებლობას მთავარ პროკურორს აკისრებს.

„ჩვენ არ ვეფარებით არაფერს. მზად ვართ მივიღოთ ნებისმიერი დარტყმა“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მამუკა ხაზარაძე კი მიიჩნევს, რომ ეს არის დევნა და მზად არის წავიდეს ციხეში.

თიბისი ბანკის საქმეზე გენპროკურატურამ დღეს ბრალი წარუდგინა ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელსაც