უკრაინაში დაკავებულ ქართველ ექსჩინოსნებს პატიმრობა შეეფარდათ
ამობეჭდვა · 22 / 08 / 2019 20:52
უკრაინაში დაკავებულ ქართველ ექსჩინოსნებს პატიმრობა შეეფარდათ

უკრაინაში ძარცვის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის დაკავებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდათ. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინული მედიის ცნობით, ისინი კერძო მეწარმეზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. სპეცოპერაციის ჩატარების დროს კი ბრალდებულები შეიარაღებულები იყვნენ.

როგორც „პრაიმტაიმმა“ გაარკვია, დაკავებულებს შორის არიან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები, მათ შორის სპეცრაზმის ყოფილი უფროსი.

18 აგვისტოს ქ. კიევში ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მირიან გოჩაძე და თენგიზ ზანაძე. დაკავებულებისგან ამოიღეს ავტომატური იარაღი და პისტოლეტი. მირიან გოჩაძესთან და თენგიზ ზანაძესთან ერთად, ასევე დაკავებულია ლევან ხუციშვილი.

მირიან გოჩაძე შსს ორგანოებში მუშაობდა 1994 წლიდან 2013 წლამდე. სპეციალური ოპერაციების ცენტრის უფროსი (დეპარტამენტის დირექტორი).

თენგიზ ზანაძე შსს ორგანოებში მუშაობდა 2004 წლიდან 2013 წლამდე. ლევან ხუციშვილი შსს ორგანოებში მუშაობდა 2006 წლიდან იყო სსდ-საქ. სასაზღვრო პოლიციის სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს II სწრაფი რეაგირების სამმართველოს უფროსი.