`არანაირი ახსნა არ არსებობს, რომელიც მამა პეტრეს საქციელს გაამართლებს" - რას წერს ზუზუს მეუღლე
ამობეჭდვა · 22 / 08 / 2019 23:02
`არანაირი ახსნა არ არსებობს, რომელიც მამა პეტრეს საქციელს გაამართლებს" - რას წერს ზუზუს მეუღლე

მსახიობ ზაზა (ზუზუ) ბეზაშვილის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა.

მისი მეუღლე თამარ ორაგველიძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს:

"ერთი ყველაზე მძიმე,ტკივილამდე მტკივნეული ერთი წელი.17 აგვისტო განთიადი რომელმაც,ჩამიქრო ჩემი წილი მზე. ჯერ კიდევ არ დაწყებული ბედნიერება უბედურებად მექცა.გზის დასაწყისი სადაც ერთად ვიდექით წამებში გამომეცალა ფეხქვეშ.თითქოს უფსკრულში გადავარდი და ყველა გზა მომეჭრა. ჯიუტად არ გაღიარებ წარსულად აქ ხარ სულ ჩემთან ხან თითქოს გეხები კიდეც ❤. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც დღემდე გვერდით მიდგას ჩემ ოჯახს,ჩემს მეგობრებს,შენს მეგობრებს რომლებმაც, შენი გარდაცვალების შემდეგ არ მიმატოვეს და გვერდით მიდგანან ❤.სრულიად უცხო ხალხი რომლებმაც ,საოცარი გვერდით დგომა და სიყვარული გამოხატეს ჩემს მიმართ ❤ და ამ სიყვარულს დღემდე მინაწილებენ.ეს შენი დამსახურებაა და მადლობა შენ ამისთვის",-წერს თამარ ორაგველიძე.

ამასთან, ის მამა პეტრე კოლხთან დაკავშირებით, ერთ ისტორიას იხსენებს:

"მინდა გულის ტკივილი გამოვხატო მამა პეტრე კოლხის მიმართ.რომელმაც 2 წლის მიწერილი გზავნილი წამებში მოურიდებლად გამოგიქვეყნა.არანაირი მიზეზი და ახსნა არ არსებობს რომელიც ამ საქციელს გაამართელბს.ამ ხნის მანძინზე ერთხელაც არ შექმნია უხერხულობა ოჯახის ან უშვალოდ შენს მიმართ.დუხჭირიო გაიჟღერა ფრაზამ არა ერთხელ.მე მაინც არ ვიცოდე რამდენი დუხჭირი დგეხართ თითო ემიგრანტის უკან. (იმის ტაქტი მაინც იქონიეთ და ასეთ დროს თავი შეიკავეთ) იქ ერთი ორმა კოლირიტი იყოო ნიჭიერიო და მეხვეწებოდა შენთან თეატრში წამიყვანეო. დიახ იყავი უდავოდ ნიჭიერი და შენ საქმეზე უგზო უკვლოდ შეყვარებული.ხოდა წაგეყვანა მერე.ან ასეთ მძიმე წუთებში გაჩერდი ადამიანო.ხოდა შენ ჩემო სიყვარულო, ჩემო ნახევარო ,შენ ყველაზე მაგარო მეგობარო,ყველაზე ყველაზე მეტო ადამიანო.ჩემო ჯუჯღუნა და გადარეულო ❤.აქ ხარ ჩემთან ჩემს გულში სამარადისოთ.შევხვდებით აუცილებლად და უშიშრად ველოდები ამ დღეს.კი სხვანაირად ველოდები(.ისე 90 წლის მეც არ წარმომიდგენია ჩემი თავი.)მანამდე გპირდები დავუბრუნდები ჩემს თავს და გავხდები ისეთი როგორიც გიყვარდი.მერე ვიცი რასაც მეტყვი ,,აუუუ როგორ აფრენ თამარა რა გიჟი ხარ."ხოდა გკოცნი მაგ თბილ გულში ყველაზე კეთილ გულში უაზროდ დიდი სიყვარული რომ შეეძლო"