"ვინც ქალიშვილობის აპკით აფასებს ქალს კრეტინია" - ნინი ონიანი
ამობეჭდვა · 22 / 08 / 2019 23:06
"ვინც ქალიშვილობის აპკით აფასებს ქალს კრეტინია" - ნინი ონიანი

მოდელი ნინი ონიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს თუ რის გაო არ მოიხდის ის ბოდიშს:

"არ მოვიხდი ბოდიშს, იმის გამო რომ დაბადების დღეს არ გილოცავთ (იმიტომ რომ არ მახსოვს ძირითადად.) იმის გამო რომ ტელეფონს არ ვიღებ, როცა არ ვარ განწყობაზე, იმის გამო რომ ძალიან ცოტა ადამიანი მიყვარს (ცხოველებს ვამჯობინებ ბევრად) იმის გამო რომ არ მწამს, იმ ღმერთის რომელიც ცაში ზის და მრისხანე სახით ჯოხს იქნევს. არც თვალთმაქცი მორწმუნეების გამო მოვიხდი ბოდიშს, როცა მარწმუნებენ ღმერთში და სახლში (ქუჩაში) ადამიანებს ხელს ურტყამენ. არ მოვიხდი ბოდიშს, როცა ვამბობ რომ ის ვინც ქალიშვილობის აპკით აფასებს ქალს სრული გაუნათლებელი და კრეტინია და თავის გაუნათლებლობას ღმერთს აბრალებს. არც იმის გამო მოვიბოდიშებ რომ ისე ვცხოვრობ როგორც მეცხოვრება. არ მოვიხდი ბოდიშს, როცა ვამბობ რომ სიყვარულს სქესი არ აქვს და ეტც. არასოდეს მოვიხდი ბოდიშს ჩემი პიროვნების გამო !

ისეთი ვარ როგორიც ვარ და ვისაც არ მოგწონვართ სულ ნუ გამეკარებით! არც მე მომწონხართ ...! (არც ამაზე მოვიხდი ბოდიშს)".