„საგანგაშო ინფორმაცია შევიტყვეთ - ქართველი მეცენატის მიერ აგებული სასახლე საპატრიარქოს გადასცეს" - ოთარ კობახიძე
ამობეჭდვა · 22 / 08 / 2019 23:38
„საგანგაშო ინფორმაცია შევიტყვეთ - ქართველი მეცენატის მიერ აგებული სასახლე საპატრიარქოს გადასცეს" - ოთარ კობახიძე

ჟურნალისტი ოთარ კობახიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს: 

„ცნობილი ქართველი მეცენატის, აკაკი ხოშტარიას მიერ აგებული სასახლე სუჯუნაში, (აბაშის რაიონი.) წარმოადგენს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს და აქამდე იმყოფებოდა სახელმწიფო კუთვნილებაში, თუმცა ამ უნიკალურ შენობას არ ექცეოდა სათანადო ყურადღება. ფბ- ით შევიტყვეთ საგანგაშო ინფორმაცია,რომ სასახლე გადასცეს საპატრიარქოს. ამჟამად შესულები არიან დედები,მოწოდებული ინფორმაციის თანახმად შენობას ამზადებენ მეუფის რეზიდენციისთვის. ჩამოხსნილია უნიკალური ბარელიეფები და მიმდინარეობს შენობის უხეში გადაკეთება. კატეგორიულად მოვითხოვ საქართველოს კულტურის სამინისტროსგან სასწრაფო, ქმედითი ზომების მიღებას ძეგლის გადასარჩენად ! გოგი ხოშტარია“ , - წერს კობახიძე.